
იგავესნი 22:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვისაც სუფთა გული და მადლიანი ენა აქვს, მეფეც მისი მეგობარია.
იგავესნი 22:11 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 22:11 კონტექსტში
22:9კურთხეული იქნება გულმოწყალე, რადგან ღარიბს თავისი პურიდან გაიკითხავს.
22:10გააგდე ზნეწამხდარი და შუღლიც გაჰყვება, დავას და ლანძღვასაც ბოლო მოეღება.
22:11ვისაც სუფთა გული და მადლიანი ენა აქვს, მეფეც მისი მეგობარია.
22:12უფლის თვალები ცოდნას მფარველობს, ორგულის სიტყვებს კი იგი უკუაგდებს.
22:13ზარმაცი ამბობს: გარეთ ლომია! შუაგულ ქუჩაში ვიქნები მოკლულიო.
პარალელური ადგილები: იგავესნი 22:11
- მათეს სახარება 5:8ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
- იგავესნი 16:13მართალი ბაგეები სათნოა მეფეთათვის და უყვართ მათ სიმართლის მთქმელი.
- ფსალმუნები 101:6თვალს მივადევნებ მართლებს ქვეყნისას, რომ დასხდნენ ჩემთან; ვინც უბიწოების გზით იარება, ის მემსახურება მე.
- იგავესნი 14:35მეფის წყალობა - გონიერ მონას, მისი წყრომა კი - სირცხვილეულს. -
- ფსალმუნები 45:2ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა ბაგეთაგან, ამიტომ გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე.
- დანიელი 3:30მაშინ მეფემ კვლავ აღამაღლა ბაბილონის ქვეყანაში შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო.
- დანიელი 6:20ორმოს რომ მიუახლოვდა, ნაღვლიანი ხმით ჩასძახა მეფემ დანიელს და უთხრა: დანიელ, ცოცხალი ღმერთის მორჩილო, აბა, თუ შეძლო შენი ხსნა ლომებისგან იმ ღმერთმა, ერთგულად რომ ემსახურებოდი?
- დანიელი 6:23მაშინ დიდად გაიხარა მეფემ მასზე და დანიელის ხაროდან ამოყვანა ბრძანა. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან. უვნებელი იყო იგი, რადგან მას სწამდა თავისი ღმერთისა.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 22
სრულად წაიკითხე: იგავესნი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში