
იგავესნი 23:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყმაწვილის დასჯა ნუ დაგენანება: ჯოხითაც რომ სცემო, არ მოკვდება.
იგავესნი 23:13 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 23:13 კონტექსტში
23:11რადგან ძლიერია მათი მფარველი, ის დაიცავს მათ საქმეს შენ წინააღმდეგ.
23:12გული მიაქციე შეგონებას და ყური - ცოდნის სიტყვებს.
23:13ყმაწვილის დასჯა ნუ დაგენანება: ჯოხითაც რომ სცემო, არ მოკვდება.
23:14ჯოხით სცემე და მის სულს შავეთისგან იხსნი.
23:15შვილო, თუ შენი გული ბრძენი იქნება, ჩემი გულიც გაიხარებს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 23:13
- იგავესნი 13:24ვინც შვილისთვის წკეპლას არ იმეტებს, მისი მტერია; ხოლო მოყვარული ჭკუას ასწავლის.
- იგავესნი 29:17დასაჯე შვილი და შვებას მოგცემს, შენს სულს სიამეს მოჰგვრის.
- იგავესნი 29:15ჯოხი და მხილება სიბრძნეს იძლევა, მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია.
- იგავესნი 19:18დასაჯე შენი შვილი, სანამ იმედია, და ნუ შეგაშფოთებს მისი ღრიალი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 23
სრულად წაიკითხე: იგავესნი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში