
იგავესნი 23:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შვილო, თუ შენი გული ბრძენი იქნება, ჩემი გულიც გაიხარებს.
იგავესნი 23:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 23:15 კონტექსტში
23:13ყმაწვილის დასჯა ნუ დაგენანება: ჯოხითაც რომ სცემო, არ მოკვდება.
23:14ჯოხით სცემე და მის სულს შავეთისგან იხსნი.
23:15შვილო, თუ შენი გული ბრძენი იქნება, ჩემი გულიც გაიხარებს.
23:16ჩემს შიგანს სიხარული მოიცავს, როდესაც შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებენ.
23:17შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 23:15
- იგავესნი 23:24მართლის მამა მოილხენს და ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს.
- იგავესნი 23:25გაიხარებს შენი დედ-მამა, შენი მშობლები მოილხენენ.
- იოანეს ეპისტოლე ბ 1:4დიდად გავიხარე, როცა ვპოვე შენს შვილებს შორის ჭეშმარიტებით მოარულნი, როგორც მიგვიღია მცნება მამისგან.
- იგავესნი 29:3სიბრძნის მოყვარული კაცი ახარებს თავის მამას, მეძავთა მეგობარი კი ქონებას ანიავებს.
- იოანეს ეპისტოლე გ 1:3რადგანაც დიდად გავიხარე, როცა მოვიდნენ ძმები და მიმოწმეს შენი ჭეშმარიტება, თუ როგორ დადიხარ ჭეშმარიტებით.
- იოანეს ეპისტოლე გ 1:4რა უნდა იყოს ჩემთვის უფრო სასიხარულო, ვიდრე იმის გაგება, თუ როგორ დადიან ჭეშმარიტებით ჩემი შვილები.
- იგავესნი 4:1ისმინეთ, შვილებო, მამის შეგონება! ყურადღებით იყავით, რომ ჭკუა ისწავლოთ.
- იგავესნი 1:10შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას არ დაჰყვე მათს ნებას.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 23
სრულად წაიკითხე: იგავესნი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში