
იგავესნი 23:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩემს შიგანს სიხარული მოიცავს, როდესაც შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებენ.
იგავესნი 23:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 23:16 კონტექსტში
23:14ჯოხით სცემე და მის სულს შავეთისგან იხსნი.
23:15შვილო, თუ შენი გული ბრძენი იქნება, ჩემი გულიც გაიხარებს.
23:16ჩემს შიგანს სიხარული მოიცავს, როდესაც შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებენ.
23:17შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 23:16
- იგავესნი 8:6მისმინეთ, რადგან საგულისხმოს ვიტყვი. სიმართლის სათქმელად გაიხსნება ჩემი ბაგეები;
- ეფესელთა მიმართ 5:4არც სიბილწე, ბრიყვული სიტყვა თუ უკადრი ლიზღობა, არამედ უპირატესად - მადლიერება.
- ეფესელთა მიმართ 4:29ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილი შესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ.
- იაკობის ეპისტოლე 3:2რადგანაც ყველანი ბევრს ვცოდავთ; ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი. კაცი, რომელსაც ძალუძს დაიურვოს თავისი ხორცი.
- კოლასელთა მიმართ 4:4რათა ისე განვაცხადო, როგორც მმართებს მისი უწყება.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 23
სრულად წაიკითხე: იგავესნი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში