
იგავესნი 23:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ავთვალი კაცის პური არ იგემო და მისი ნუგბარი საჭმელები არ ინდომო.
იგავესნი 23:6 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 23:6 კონტექსტში
23:4გამდიდრებაზე ნუ იზრუნებ, თავიდან მოიშორე ფიქრი.
23:5თვალებს მიაპყრობ და გამქრალია, რადგან ფრთებს შეისხამს და არწივივით ზეცას გაფრინდება.
23:6ავთვალი კაცის პური არ იგემო და მისი ნუგბარი საჭმელები არ ინდომო.
23:7რადგან როგორც იქცევა, ისე არ ფიქრობს; ჭამე და სვიო, გეუბნება, მაგრამ შენთან არ არის მისი გული.
23:8შეჭმულ ლუკმას უკან ამოანთხევ და მადლობის სიტყვებს ფუჭად დახარჯავ.
პარალელური ადგილები: იგავესნი 23:6
- ფსალმუნები 141:4არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვის მხარეს ბოროტ საქმეთა ჩასადენად უსჯულო კაცებთან ერთად, და ნუ ვიგემებ მათს ტკბილეულობას.
- იგავესნი 23:3ნუ ინდომებ მის ნუგბარ საჭმელებს, მაცდური პურია იგი.
- დანიელი 1:8დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმიდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით; და სთხოვდა იგი საჭურისთა მთავარს, ნება დაერთო მისთვის, რომ არ გაუწმიდურებულიყო.
- დანიელი 1:10უთხრა საჭურისთა მთავარმა დანიელს: მეშინია ჩემი ბატონი მეფისა, რომელმაც თქვენი სასმელ-საკვები განაწესა. თუ დაინახავს, რომ თქვენი პირისახეები თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო მეტად გამხდარია, ამით თქვენ დაადანაშაულებთ ჩემს თავს მეფის წინაშე.
- მეორე სთვლისაება 15:9ფრთხილად იყავი, გულში არ შეგეპაროს უგვანი ფიქრი, არ თქვა: ახლოვდება მეშვიდე წელი, პატიების წელი. აითვალწუნებ შენს ღარიბ მოძმეს და არაფერს მისცემ. უფალთან გიჩივლებს და ცოდვა დაგედება.
- იგავესნი 28:22შურიანი კაცი გამდიდრებას ესწრაფვის, მაგრამ არ იცის, რომ სიდუხჭირე ეწევა.
- მეორე სთვლისაება 28:56განებივრებული და გაფუფუნებული ქალი, რომელსაც ფუფუნების და ნებიერობის გამო ფეხიც არ დაუკარებია მიწაზე, ავი თვალით შეხედავს თავის თანამეცხედრეს, თავის ვაჟსა და ასულს,
- მათეს სახარება 20:15იქნებ ნება არა მაქვს, როგორც მსურს, ისე მოვექცე ჩემსას? ან იქნებ შენი თვალია უკეთური, იმიტომ, რომ მე ვარ კეთილი?
განაგრძე კითხვა: იგავესნი 23
სრულად წაიკითხე: იგავესნი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში