
იგავესნი 23:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამდიდრებაზე ნუ იზრუნებ, თავიდან მოიშორე ფიქრი.
იგავესნი 23:4 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 23:4 კონტექსტში
23:2ყელზე დანა მიიბჯინე, თუ მსუნაგი ხარ.
23:3ნუ ინდომებ მის ნუგბარ საჭმელებს, მაცდური პურია იგი.
23:4გამდიდრებაზე ნუ იზრუნებ, თავიდან მოიშორე ფიქრი.
23:5თვალებს მიაპყრობ და გამქრალია, რადგან ფრთებს შეისხამს და არწივივით ზეცას გაფრინდება.
23:6ავთვალი კაცის პური არ იგემო და მისი ნუგბარი საჭმელები არ ინდომო.
პარალელური ადგილები: იგავესნი 23:4
- ებრაელთა მიმართ 13:5ნუ იქნებით ვერცხლისმოყვარენი, დასჯერდით იმას, რაც გაბადიათ, რადგანაც თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“.
- იგავესნი 28:20ერთგულ კაცზე ბევრი კურთხევაა, ხოლო ვინც გამდიდრებას ესწრაფვის, დაუსჯელი ვერ გადარჩება.
- ტიმოთეს მიმართ ა 6:8თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ.
- ტიმოთეს მიმართ ა 6:10რადგანაც ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა, და ზოგიერთი, ვინც ამ ვნებას აჰყვა, რწმენას განუდგა და თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი.
- მათეს სახარება 6:19ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრღნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ.
- იგავესნი 3:5ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი სავუთარ ჭკუას.
- იოანე 6:27ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა, ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი.
- რომაელთა მიმართ 12:16ერთსულოვანნი იყავით; მაღლად მხედობას ნუკი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 23
სრულად წაიკითხე: იგავესნი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში