
იგავესნი 24:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ უსაფრდები ბოროტეული მართლის საცხოვრებელს და თავს ნუ ესხმი მის სადგომს;
იგავესნი 24:15 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 24:15 კონტექსტში
24:13ჭამე, შვილო, თაფლი, რადგან კარგია და გოლეულიც ეტკბილება შენს სასას.
24:14ასევეა ცოდნა და სიბრძნე შენი სულისათვის: თუ იპოვი, მომავალი გექნება და შენი სასოება არ წარიკვეთება.
24:15ნუ უსაფრდები ბოროტეული მართლის საცხოვრებელს და თავს ნუ ესხმი მის სადგომს;
24:16რადგან მართალი შვიდგზისაც რომ დაეცეს, წამოდგება, ბოროტეულნი კი უბედურებაში ჩაცვივდებიან.
24:17ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ ილხენს შენი გული,
პარალელური ადგილები: იგავესნი 24:15
- მოციქულთა საქმენი 9:24მაგრამ სავლემ გაიგო მათი განზრახვა, ვინაიდან დღე და ღამ მოსაკლავად უდარაჯებდნენ კართან.
- ესაია 32:18დამკვიდრდება ჩემი ერი მშვიდობის სამყოფელში, მყუდრო სავანეებში და უზრუნველ სადგომებში.
- მეფეთა ა 23:20თქვა საულმა: უფალიმც გაკურთხებთ, რომ შემიბრალეთ!
- მეფეთა ა 23:23ადგნენ და წავიდნენ საულისგან ზიფში. ხოლო დავითი და მისი ხალხი ამ დროს მაყონის უდაბნოში იყვნენ, ვაკეზე, იეშიმონის მარცხნივ.
- ფსალმუნები 140:5გამიმზადეს ამპარტავნებმა მახე და საბელი, ბადე განართხეს გზაზე, ხაფანგი დამიგეს. სელა.
- იერემია 11:19უბიწო კრავივით მივყავდი დასაკლავად, მე კი არ ვიცოდი, რას მიპირებდნენ: მოვსპოთ ხე, ვიდრე ნედლიაო, ამოვძირკვოთ ცოცხალთა ქვეყნიდან, რომ აღარ იხსენიებოდესო მისი სახელი.
- იგავესნი 22:28შენი მამა-პაპის გავლებულ მიჯნას ნუ შეცვლი.
- იგავესნი 1:11თუ გეტყვიან: წამო ჩვენთან, მოსაკლავად ჩავუსაფრდეთ, უდანაშაულოს დავუდარაჯდეთო,
განაგრძე კითხვა: იგავესნი 24
სრულად წაიკითხე: იგავესნი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში