
იგავესნი 24:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა ეს ვნახე, ჩავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე:
იგავესნი 24:32 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 24:32 კონტექსტში
24:30გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის ვენახი;
24:31და, აჰა, ყოველივეს ეკალ-ბარდები მოდებოდა, მისი ნიადაგი ჯინჭრით დაფარულიყო და მისი ყორეც დანგრეულიყო.
24:32როცა ეს ვნახე, ჩავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე:
24:33ცოტას იძინებ, ცოტას ჩასთვლემ, ცოტახანს თავქვეშ ხელებს შემოიწყობ დასასვენებლად,
24:34და შენი სიღარიბე მწირივით მოგადგება და შენი გაჭირვება - იარაღასხმული კაცივით.
პარალელური ადგილები: იგავესნი 24:32
- კორინთელთა მიმართ ა 10:11ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს.
- ფსალმუნები 4:4ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ იქვენს საწოლებში და იყუჩეთ. სელა.
- მეორე სთვლისაება 32:29სიბრძნე რომ ჰქონოდათ, მიხვდებოდნენ ამას, განჭვრეტდნენ თავიანთ ბოლოს.
- იობი 7:17რა არის ადამიანი, რომ ასე განადიდე და მისკენ მიგიპყრია გულისყური?
- ლუკას სახარება 2:51წაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს: და იყო მათი მორჩილი; დედამისი კი გულში იმარხავდა ყველა ამ სიტყვას.
- იუდას ეპისტოლე 1:5მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი.
- იუდას ეპისტოლე 1:7ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი.
- ლუკას სახარება 2:19ხოლო მარიამი იმახსოვრებდა თითოეულ მათს სიტყვას და გულში იმარხავდა.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 24
სრულად წაიკითხე: იგავესნი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში