
იგავესნი 24:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და, აჰა, ყოველივეს ეკალ-ბარდები მოდებოდა, მისი ნიადაგი ჯინჭრით დაფარულიყო და მისი ყორეც დანგრეულიყო.
იგავესნი 24:31 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 24:31 კონტექსტში
24:29ნუ იტყვი, როგორც მომექცა, ისე მოვექცევიო, თავისი საქმისაებრ მივაგებო.
24:30გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის ვენახი;
24:31და, აჰა, ყოველივეს ეკალ-ბარდები მოდებოდა, მისი ნიადაგი ჯინჭრით დაფარულიყო და მისი ყორეც დანგრეულიყო.
24:32როცა ეს ვნახე, ჩავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე:
24:33ცოტას იძინებ, ცოტას ჩასთვლემ, ცოტახანს თავქვეშ ხელებს შემოიწყობ დასასვენებლად,
პარალელური ადგილები: იგავესნი 24:31
- ეკლესიასტე 10:18სიზარმაცისგან ჭერი ჩამოიქცევა, გულხელდაკრეფისგან წყალი ჩამოვა სახლში.
- იერემია 4:3რადგან ასე უთხრა უფალმა იუდას ხალხს და იერუსალიმს: გატეხე ყამირი და ეკალბარდებში ნუ დათესავ!
- ესაია 5:5ახლა გაგიცხადებთ, რას დავმართებ ჩემს ვენახს: ღობეს მოვურღვევ, რომ გაპარტახდეს; ზღუდეს მოვუნგრევ, რომ გაითელოს.
- იგავესნი 23:21რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.
- მათეს სახარება 13:22ხოლო ეკალ-ბარდებში დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას.
- იგავესნი 19:23უფლის შიში მაცოცხლებელია, კმაყოფილებას ასადგურებს და აფრთხობს ბოროტებას.
- ებრაელთა მიმართ 6:8ხოლო ნარ-ეკლის აღმომაცენებელი ურგებია და ლამის დაწყევლილი, - რომლის ბოლოც იქნება დაწვა.
- შესაქმე 3:17ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენ გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 24
სრულად წაიკითხე: იგავესნი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში