
იგავესნი 24:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბრიყვის ზრახვა ცოდვაა და ზნეწამხდარი სიბილწეა ხალხისთვის.
იგავესნი 24:9 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 24:9 კონტექსტში
24:7ბრიყვისთვის სიბრძნე მიუღწეველია, კარიბჭესთან პირს ვერ გახსნის.
24:8ვინც ავს განიზრახავს, ბოროტმოქმედად იწოდება.
24:9ბრიყვის ზრახვა ცოდვაა და ზნეწამხდარი სიბილწეა ხალხისთვის.
24:10თუ გაჭირვების დროს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა.
24:11იხსენი საკვდავად წაყვანილნი და დაიფარე დასახოცად განწირულნი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 24:9
- მათეს სახარება 15:19ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;
- კორინთელთა მიმართ ბ 10:5მისი წყალობით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და, ქედმაღლობას, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, და მისითვე ვატყვევებთ ყოველგვარ აზრსაც, რათა დაემორჩილოს ქრისტეს.
- ესაია 55:7მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა - თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია.
- მოციქულთა საქმენი 8:22მაშ, შეინანე ეგ შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ეგება მოგიტევოს შენი გულისთქმა.
- იგავესნი 29:8გარყვნილი ხალხი ქალაქს აფორიაქებს, ბრძენები კი მრისხანებას აცხრობენ.
- იგავესნი 24:8ვინც ავს განიზრახავს, ბოროტმოქმედად იწოდება.
- მათეს სახარება 9:4ხოლო იესო მიხვდა მათს ზრუნვას და თქვა: რატომ იზრახავთ ბოროტს თქვენს გულში?
- შესაქმე 6:5დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 24
სრულად წაიკითხე: იგავესნი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში