
იგავესნი 24:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ გაჭირვების დროს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა.
იგავესნი 24:10 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 24:10 კონტექსტში
24:8ვინც ავს განიზრახავს, ბოროტმოქმედად იწოდება.
24:9ბრიყვის ზრახვა ცოდვაა და ზნეწამხდარი სიბილწეა ხალხისთვის.
24:10თუ გაჭირვების დროს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა.
24:11იხსენი საკვდავად წაყვანილნი და დაიფარე დასახოცად განწირულნი.
24:12თუ იტყვი, აბა, ჩვენ ეს არ ვიცოდით, განა გულთამხილავი ვერ მიხვდება? განა ამას შენი სულის მფარველი ვერ გაიგებს? განა კაცს თავისი საქმეთაებრ არ მიაგებს?
პარალელური ადგილები: იგავესნი 24:10
- ესაია 40:28განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება.
- ესაია 40:31უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან.
- ეფესელთა მიმართ 3:13ამიტომაც გევედრებით, გულს ნუ გაგიტეხთ ჩემი წუხილი თქვენ გამო, რაც არის თქვენი დიდება.
- იერემია 51:46ნუ შეგიდრკებათ გული და ნუ შეგეშინდებათ ხმისა, რომელიც გავარდება ქვეყანაზე. მოვა ხმა ერთ წელს და ამის შემდეგ სხვა წელს სხვა ხმა მოვა. ძალადობა იქნება ქვეყანაზე, მბრძანებელი მბრძანებლის წინააღმდგგ აღდგება.
- მეფეთა ა 27:1ადგა დავითი და ექვსასი კაცითურთ გადავიდა აქიშთან, მაყოქის ძესთან, გეთის მეფესთან.
- ებრაელთა მიმართ 12:3იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე.
- ებრაელთა მიმართ 12:5და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:1ამრიგად, რაკი მოწყალებით მოგვენიჭა ეს მსახურება, გულს არ ვიტეხთ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 24
სრულად წაიკითხე: იგავესნი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში