
იგავესნი 25:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რაღა ამღვრეული ნაკადული და გაბინძურებული წყარო და რაღა ბოროტეულის წინაშე წაფორხილებული მართალი.
იგავესნი 25:26 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 25:26 კონტექსტში
25:24სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთად სასახლეში ყოფნას.
25:25რაღა ცივი წყალი მწყურვალისთვის და რაღა სასიხარულო ამბავი შორეული ქვეყნიდან.
25:26რაღა ამღვრეული ნაკადული და გაბინძურებული წყარო და რაღა ბოროტეულის წინაშე წაფორხილებული მართალი.
25:27ბევრი თაფლის ჭამა არ არის კარგი, მაგრამ სხვისი დიდების ძიება სასახელოა.
25:28რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც საკუთარ თავს ვერ პატრონობს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 25:26
- ეზექიელი 34:18ნუთუ გეცოტავებათ საუკეთესო საძოვარი, სადაც დაბალახობთ, რომ თქვენი საძოვრის დანარჩენსაც ფეხით თელავთ? ანკარა წყალს რომ სვამთ და დანარჩენსაც ფეხით ამღვრევთ?
- ეზექიელი 34:19თქვენი ფეხით განათელი უნდა ძოვოს ჩემმა ცხვარმა და თქვენი ფეხით ამღვრეული უნდა სვას?
- მეფეთა ა 22:14ახლა დავიწყებდი მისთვის მკითხაობას ღმერთთან? შორს ჩემგან! ნურაფერში ნუ დაადანაშაულებს მეფე თავის მორჩილს და მამაჩემის მთელ სახლს, რადგან ამ საქმისა არაფერი იცის შენმა მორჩილმა, არც მცირე, არც დიდი.
- მეფეთა ა 22:18და მახვილით მოსრა ნობი, მღვდელთა ქალაქი, ვაცი და ქალი, ჭაბუკი და ძუძუთა ბავშვი, ხარები, სახედრები, ცხვრები და თხები. მახვილით მოსრა.
- მათეს სახარება 23:34ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას;
- მათეს სახარება 23:37იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე.
- მათეს სახარება 26:69პეტრე კი გარეთ იჯდა, ეზოში. მიადგა ერთი მხევალი და უთხრა: შენც ხომ იესო გალილეველთან იყავი?
- მათეს სახარება 26:74მაშინ ის მოჰყვა წყევლას და ფიცს, რომ არ იცნობს იმ კაცს, და სწორედ ამ დროს იყივლა მამალმა.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 25
სრულად წაიკითხე: იგავესნი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში