
იგავესნი 25:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთად სასახლეში ყოფნას.
იგავესნი 25:24 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 25:24 კონტექსტში
25:22რადგან ამით მის თავზე მუგუზლებს დააგროვებ და უფალი გადაგიხდის.
25:23ჩრდილოეთის ქარი წვიმას იწვევს, ჩურჩული კი სახის მოღუშვას.
25:24სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთად სასახლეში ყოფნას.
25:25რაღა ცივი წყალი მწყურვალისთვის და რაღა სასიხარულო ამბავი შორეული ქვეყნიდან.
25:26რაღა ამღვრეული ნაკადული და გაბინძურებული წყარო და რაღა ბოროტეულის წინაშე წაფორხილებული მართალი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 25:24
- იგავესნი 21:9სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას.
- იგავესნი 21:19უბედურ ქვეყანაში ცხოვრება სჯობია ანჩხლ და ბრაზიან ცოლთან ყოფნას.
- იგავესნი 27:15რაღა საწვიმარი მილი წვიმიან ამინდში და რაღა ანჩხლი ცოლი;
- იგავესნი 27:16მისი დამმალავი ქარს მალავს და მარჯვენა ხელით ზეთს იმუჭავს.
- იგავესნი 19:13მამისთვის დაღუპვაა ბრიყვი შვილი; ანჩხლი დედაკაცი წყალსაჟური ღარია.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 25
სრულად წაიკითხე: იგავესნი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში