
იგავესნი 26:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რაღა ძაღლის ყურებში ჩაფრენილი კაცი და რაღა სხვის კამათში ჩარეული.
იგავესნი 26:17 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 26:17 კონტექსტში
26:15ზარმაცი ხელს ჯამში კი ჩაყოფს, მისი პირთან მიტანა კი ეზარება.
26:16ზარმაცს თავისი თავი უდრო ბრძენი ჰგონია, ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი.
26:17რაღა ძაღლის ყურებში ჩაფრენილი კაცი და რაღა სხვის კამათში ჩარეული.
26:18რაღა ცეცხლის, ისრების და სიკვდილის მსროლელი ოინბაზი,
26:19და რაღა კაცი, რომელიც ატყუებს თავის თვისტომს და ეუბნება, გეხუმრებიო.
პარალელური ადგილები: იგავესნი 26:17
- იგავესნი 20:3შუღლის აღკვეთა კაცის ღირსებაა, ყველა უმეცარი კი შფოთის ამტეხია.
- ლუკას სახარება 12:14ხოლო იესომ მიუგო მას: ვინ დამაყენა მე, კაცო, თქვენს მსაჯულად, ანდა გამყრელად?
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:23ბრიყვულსა და უგუნურ დავას ერიდე: იცოდე, რომ ეს იწვევს სიტყვიერ ბრძოლებს.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:24უფლის მონას კი არ შეშვენის სიტყვით ბრძოლა, არამედ ალერსიანი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარებელი;
- იგავესნი 18:6ბრიყვს დავაში ითრევს მისი ბაგეები და მისი პირი აყალ-მაყალს იწვევს.
- იგავესნი 17:11უკეთური მხოლოდ შფოთს დაეძებს, ამიტომ მის წინააღმდეგ სასტიკი ანგელოზი გაიგზავნება.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 26
სრულად წაიკითხე: იგავესნი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში