
იგავესნი 26:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნახშირი ნაკვერჩხლისთვის არის, შეშა - ცეცხლისთვის, შარიანი კაცი კი - შუღლის გამჩაღებლად.
იგავესნი 26:21 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 26:21 კონტექსტში
26:19და რაღა კაცი, რომელიც ატყუებს თავის თვისტომს და ეუბნება, გეხუმრებიო.
26:20სადაც შეშა არ არის, ცეცხლი ჩაქრება; სადაც ენატანია არ არის, შუღლს ბოლო ეღება.
26:21ნახშირი ნაკვერჩხლისთვის არის, შეშა - ცეცხლისთვის, შარიანი კაცი კი - შუღლის გამჩაღებლად.
26:22ენატანიას სიტყვები ნუგბარი საჭმელივითაა და მუცლის წიაღამდე აღწევს.
26:23რაღა თიხის ჭურჭელზე გადაკრული ხინჯიანი ვერცხლი და რაღა ლაქარდიანი ენა და ბოროტი გული.
პარალელური ადგილები: იგავესნი 26:21
- იგავესნი 29:22ბრაზიანი კაცი შუღლს თესავს და რისხვიანი მრავალ დანაშაულს ჩადის.
- იგავესნი 15:18ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს.
- იგავესნი 10:12სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.
- იგავესნი 30:33რძის ჯანჯღარით კარაქი გამოდის, ცხვირში ჯანჯღარით სისხლი გამოდის, ბრაზის ჯანჯღარით ჩხუბი გამოდის.
- ფსალმუნები 120:4მეომრის მომახულ ისარს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად.
- მეფეთა ბ 20:1მოხედა იქ ერთი უვარგისი კაცი, სახელად შებაყ ბიქრის ძე, ბენიამინიანი. ჰკრა ბუკს და გამოაცხადა: არა გვაქვს წილი დავითში, არა გვაქვს ხვედრი იესეს ძეში! თქვენ-თქვენი კარვებისკენ, ისრაელო!
განაგრძე კითხვა: იგავესნი 26
სრულად წაიკითხე: იგავესნი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში