
იგავესნი 15:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს.
იგავესნი 15:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 13 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის სამშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 15:18 კონტექსტში
15:16უფლის მოშიშებით მცირეს ქონა უმჯობესია, ვიდრე დიდძალი განძი მოუსვენრობაში.
15:17უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი.
15:18ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს.
15:19ზარმაცის გზა ეკლიანი ღობის მსგავსია, გულმართლის სავალი კი მოსწორებულია.
15:20ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვ ადამიანს კი საკუთარი დედა ეჯავრება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 15:18
- იგავესნი 26:21ნახშირი ნაკვერჩხლისთვის არის, შეშა - ცეცხლისთვის, შარიანი კაცი კი - შუღლის გამჩაღებლად.
- იგავესნი 15:1მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს.
- იგავესნი 14:29სულგრძელ კაცს დიდი გონიერება ახლავს, ხელმოკლე კი სიბრიყვეს ამხელს.
- იგავესნი 29:22ბრაზიანი კაცი შუღლს თესავს და რისხვიანი მრავალ დანაშაულს ჩადის.
- მათეს სახარება 5:9ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან.
- ეკლესიასტე 10:4თუ თავს დაგატყდა უფროსის რისხვა, შენს ადგილს ნუ მიატოვებ, რადგან თვინიერს დიდი ცოდვებიც მიეტევება.
- იაკობის ეპისტოლე 1:19მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.
- იაკობის ეპისტოლე 1:20რადგანაც გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღვთის სიმართლეს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 15
სრულად წაიკითხე: იგავესნი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში