
იგავესნი 27:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დიდი ხმით თავისი მეგობრის მაკურთხებელი და დილაუთენია გამღვიძებელი მის მაწყევრად შეირაცხება.
იგავესნი 27:14 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 27:14 კონტექსტში
27:12საზრიანი ხედავს უბედურებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან.
27:13აიღე მისი სამოსი, რადგან სხვას დაუდგა თავდებად, და უცხო ქალის სანაცვლოდაც დაიხუთე იგი.
27:14დიდი ხმით თავისი მეგობრის მაკურთხებელი და დილაუთენია გამღვიძებელი მის მაწყევრად შეირაცხება.
27:15რაღა საწვიმარი მილი წვიმიან ამინდში და რაღა ანჩხლი ცოლი;
27:16მისი დამმალავი ქარს მალავს და მარჯვენა ხელით ზეთს იმუჭავს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 27:14
- მეფეთა ბ 16:16როცა მივიდა ხუშაი არქიელი, დავითის ერთგული კაცი, აბესალომთან, უთხრა ხუშაიმ აბესალომს: იცოცხლოს მეფემ! იცოცხლოს მეფემ!
- მეფეთა ბ 16:19ესეც რომ არ იყოს, ვის უნდა ვემსახურო, თუ არა მის შვილს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, ასევე შენ უნდა გემსახურო.
- მოციქულთა საქმენი 12:22ხალხი კი ღაღადებდა: ღმერთის ხმა გვესმის და არა კაცისაო.
- მოციქულთა საქმენი 12:23მაგრამ უფლის ანგელოსმა ანაზდეულად დაამხო იგი, რადგანაც დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისაგან შეჭმულმა სული განუტევა.
- იერემია 28:2ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: დავლეწე ბაბილონის მეფის უღელი.
- იერემია 28:4იუდას მეფეს, იეჰქონია იეჰოაკიმის ძეს და მთელ გადასახლებულ იუდაელობას, რომელნიც ბაბილონში მივიდნენ, დავაბრუნებ ამ ადგილას, ამბობს უფალი, რადგან დავლეწავ ბაბილონის მეფის უღელს.
- მეფეთა ბ 15:2ადგებოდა დილით ადრე აბესალომი, დადგებოდა კარიბჭის შესასვლელთან და ყველას, ვინც კი მეფესთან სამართლის საძებრად მოვიდოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: რომელი ქალაქიდან ხარ? პასუხობდნენ: ისრაელის ამა და ამ შტოდანა ვარ შენი მორჩილი.
- მეფეთა ბ 15:7ორმოცი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: წავალ ხებრონში და შევუსრულებ უფალს აღთქმას, რომელიც აღთქმული მაქვს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 27
სრულად წაიკითხე: იგავესნი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში