
იგავესნი 27:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს.
იგავესნი 27:6 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 27:6 კონტექსტში
27:4მრისხანება სისასტიკეა და სიცოფე წამლეკავია. შურს ვინ აღუდგება წინ?
27:5ფარულ სიყვარულს აშკარა მხილება სჯობია.
27:6მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს.
27:7მაძღარს გოლეული ეზიზღება, მშიერისთვის კი ყოველგვარი მწარე ტკბილია.
27:8რაღა ბუდიდან აბორიალებული ფრინველი და რაღა თავისი ადგილიდან აბორიალებული კაცი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 27:6
- ფსალმუნები 141:5დაე, დამსაჯოს მართალმა, წყალობაა და მამხილოს. ზეთი თავისა არ ავნებს ჩემს თავს, რადგან კვლავაც ჩემი ლოცვა მათი ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული.
- გამოცხადება 3:19ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე.
- იგავესნი 26:23რაღა თიხის ჭურჭელზე გადაკრული ხინჯიანი ვერცხლი და რაღა ლაქარდიანი ენა და ბოროტი გული.
- იგავესნი 26:26ვინც მტრობას სიცრუით ფარავს, თავის სიავეს საკრებულოში გამოაჩენს.
- იობი 5:17აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი! ყოვლადძლიერის შეგონებას ნუ უკუაგდებ!
- იობი 5:18ის წყლავს და ისევ უხვევს ჭრილობებს, ის ჰგვემს, მაგრამ კურნავს თავისივე ხელით.
- მეფეთა ბ 12:7უთხრა ნათანმა დავითს: შენა ხარ ის კაცი. ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: მე გცხე მეფედ ისრაელზე. მე დაგიხსენი საულის ხელიდან.
- მეფეთა ბ 12:15როცა წავიდა ნათანი თავის სახლში, შეეხო უფალი ბავშვს, ურიას ცოლმა რომ უშვა დავითს, და მძიმედ დასნეულდა ბავშვი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 27
სრულად წაიკითხე: იგავესნი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში