
იგავესნი 28:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინც თავის მამასა და დედას ძარცვავს და ამბობს, ცოდვა არ არისო, კაცისმკვლელის ამხანაგია.
იგავესნი 28:24 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 28:24 კონტექსტში
28:22შურიანი კაცი გამდიდრებას ესწრაფვის, მაგრამ არ იცის, რომ სიდუხჭირე ეწევა.
28:23მამხილებელი კაცი ბოლოს უფრო მეტ წყალობას ნახავს, ვიდრე ლაქარდიანი ენის პატრონი.
28:24ვინც თავის მამასა და დედას ძარცვავს და ამბობს, ცოდვა არ არისო, კაცისმკვლელის ამხანაგია.
28:25სულხარბი კაცი სულმუდამ შუღლს ეძებს, უფალზე დანდობილი კი აშენდება.
28:26საკუთარი თავის მოიმედე ბრიყვია, ხოლო ვინც სიბრძნით დადის, გადარჩება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 28:24
- იგავესნი 18:9საქმეში არხეინი მფლანგველის ძმაა.
- იგავესნი 19:26ვინც მამაზე ძალმომრეობს და დედას დევნის, იგი უტიფარი და მარცხვენალი შვილია.
- მათეს სახარება 15:4ვინაიდან ღმერთმა ბრძანა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს.
- მათეს სახარება 15:6პატივს არა სცემს არც მამას და არც დედას; და ამრიგად, თქვენი ჩვეულებით არღვევთ ღმრთის მცნებას.
- იგავესნი 28:7რჯულის დამცველი გონიერი შვილია, ხარბების ამხანაგი კი მამამისს არცხვენს.
- მსაჯულნი 17:2უთხრა დედას: შენ რომ ათას ასი ვერცხლი წაგიღეს, რომლის გამოც ჩემი თანდასწრებით წყევლა წარმოთქვი, ჩემთანაა ეს ვერცხლი, ჩემი აღებულია. თქვა დედამისმა: დაილოცოს უფლისაგან ჩემი შვილი.
- იგავესნი 13:20ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 28
სრულად წაიკითხე: იგავესნი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში