
იგავესნი 28:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინც ღარიბს აძლევს, არ გაღარიბდება; ხოლო ვინც თვალს ხუჭავს, დაიწყევლება.
იგავესნი 28:27 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 28:27 კონტექსტში
28:25სულხარბი კაცი სულმუდამ შუღლს ეძებს, უფალზე დანდობილი კი აშენდება.
28:26საკუთარი თავის მოიმედე ბრიყვია, ხოლო ვინც სიბრძნით დადის, გადარჩება.
28:27ვინც ღარიბს აძლევს, არ გაღარიბდება; ხოლო ვინც თვალს ხუჭავს, დაიწყევლება.
28:28როცა ბოროტეულნი აღზევდებიან, ხალხი იმალება; ხოლო როცა იღუპებიან, მართალნი მრავლდებიან.
პარალელური ადგილები: იგავესნი 28:27
- იგავესნი 19:17ღარიბ-ღატაკის განმკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის მიუზღავს სამაგიეროს.
- იგავესნი 11:24ერთი ხელგაშლილია და უფრო მდიდრდება, მეორე ყაირათიანია, მაგრამ სიღარიბეშია.
- მეორე სთვლისაება 15:7თუ იქნა თქვენში ღარიბი, ერთი თქვენი მოძმეთაგანი, თქვენს ერთ-ერთ ქალაქში, იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, გულს ნუ გაიქვავებ და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი მოძმის მიმართ.
- მეორე სთვლისაება 15:10მიეცი და ნუ ინაღვლებს შენი გული მიცემისას, რადგან ამისთვის გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა შენს საქმეში და ნაამაგარში.
- ფსალმუნები 41:1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე. უბედურების დღეს გადაარჩენს მას უფალი.
- ფსალმუნები 41:3უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს.
- იგავესნი 22:9კურთხეული იქნება გულმოწყალე, რადგან ღარიბს თავისი პურიდან გაიკითხავს.
- ფსალმუნები 112:5კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი - გამრთულად ილაპარაკებს სამართალში.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 28
სრულად წაიკითხე: იგავესნი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში