
ფსალმუნი 41:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს.
ფსალმუნი 41:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 41:3 კონტექსტში
41:1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე. უბედურების დღეს გადაარჩენს მას უფალი.
41:2უფალი დაიცავს მას და აცოცხლებს და ბედნიერი იქნება ქვეყანაზე; და არ გადასცემს მის მტრებს მათი სურვილისამებრ.
41:3უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს.
41:4ვთქვი მე: უფალო, შემიწყალე, განმიკურნე ჩემი სული, რადგან შეგცოდე.
41:5ჩემი მტრები ავს იტყვიან ჩემზე: „როდის მოკვდება და გაქრება მისი სახელი“.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 41:3
- ფსალმუნები 73:26ქანცგამოლეულია ჩემი სული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.
- ფილიპელთა მიმართ 2:26რადგანაც გულით უნდოდა ყველა თქვენგანის ნახვა და ძალზე შეწუხდა, როცა გაიგო, რომ თქვენამდეც მოუღწევია მისი ავადმყოფობის ამბავს.
- ფილიპელთა მიმართ 2:27და მართლაც, ისე ავად იყო, რომ კინაღამ ხელიდან გამოგვეცალა, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ის, და არა მარტო ის, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ დამრთვოდა.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:16ამიტომაც არ ვიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:17ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 41
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში