
იგავესნი 29:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კაცს თავისი ქედმაღლობა დაამდაბლებს, თავმდაბალი კი დიდებას მოიხვეჭს.
იგავესნი 29:23 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 29:23 კონტექსტში
29:21ვინც თავის მონას სიყმაწვილიდანვე ანებივრებს, საბოლოოდ მემკვიდრედ დაისვამს.
29:22ბრაზიანი კაცი შუღლს თესავს და რისხვიანი მრავალ დანაშაულს ჩადის.
29:23კაცს თავისი ქედმაღლობა დაამდაბლებს, თავმდაბალი კი დიდებას მოიხვეჭს.
29:24ქურდთან ნადავლის მოზიარე საკუთარი თავის მტერია: ესმის წყევლა-კრულვა, მაგრამ არაფერს ამხელს.
29:25ხალხის მოშიშარს ხაფანგი უგია, უფლის მოიმედე კი დაცული იქნება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 29:23
- მათეს სახარება 23:12რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
- ლუკას სახარება 14:11რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
- იგავესნი 11:2ამპარტავნობას დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან კი სიბრძნეა.
- ესაია 66:2ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყველაფერი და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი, ამბობს უფალი. აი, ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს.
- იაკობის ეპისტოლე 4:6მაგრამ მით უფრო მეტ მადლს იძლევა. ამიტომაც თქმულა: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“.
- იაკობის ეპისტოლე 4:10დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და აგამაღლებთ თქვენ.
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:5ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.
- იგავესნი 15:33უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღვის დიდებას.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 29
სრულად წაიკითხე: იგავესნი 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში