
იგავესნი 11:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამპარტავნობას დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან კი სიბრძნეა.
იგავესნი 11:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირიაკე (მწუხრი).
იგავესნი 11:2 კონტექსტში
11:1მრუდი პინები სისაძაგლეა უფლისთვის, სწორი საწონი - სასურველი.
11:2ამპარტავნობას დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან კი სიბრძნეა.
11:3წრფელებს მათი უმწიკვლოება წარუძღვება, ვერაგებს კი დაღუპავს მათი ცხოვრება.
11:4არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისგან.
პარალელური ადგილები: იგავესნი 11:2
- იგავესნი 29:23კაცს თავისი ქედმაღლობა დაამდაბლებს, თავმდაბალი კი დიდებას მოიხვეჭს.
- იგავესნი 15:33უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღვის დიდებას.
- იგავესნი 16:18დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა.
- იგავესნი 16:19ბეჩავ ხალხთან თავმდაბლობა გერჩიოს ქედმაღლებთან ნადავლის გაყოფას.
- ლუკას სახარება 18:14გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
- იგავესნი 18:12შემუსვრა მოსდევს დიდგულობას და დიდებას წინ უძღვის მორჩილება.
- იგავესნი 3:34გალაღებულთ არცხვენს, შეჭირვებულთ კი მადლს ანიჭებს.
- იგავესნი 3:35დიდებას დაიმკვიდრებს ბრძენი ხალხი, უგუნურები კი სირცხვილს წაიღებენ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 11
სრულად წაიკითხე: იგავესნი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში