
იგავესნი 29:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უსამართლო კაცი სიბილწეა მართალთათვის, სწორი გზით მავალი სიბილწეა ბოროტეულთათვის.
იგავესნი 29:27 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 29:27 კონტექსტში
29:25ხალხის მოშიშარს ხაფანგი უგია, უფლის მოიმედე კი დაცული იქნება.
29:26ბატონის მოწყალებას მრავალნი ეძებენ, მაგრამ კაცის განკითხვა უფლისგან არის.
29:27უსამართლო კაცი სიბილწეა მართალთათვის, სწორი გზით მავალი სიბილწეა ბოროტეულთათვის.
პარალელური ადგილები: იგავესნი 29:27
- იოანეს ეპისტოლე ა 3:13ნუ გიკვირთ, ძმანო, თუ ქვეყანას სძულხართ.
- იოანე 15:17ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.
- იოანე 15:19ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას.
- იოანე 15:23ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.
- ფსალმუნები 139:21ნუთუ არ მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოწინააღმდეგეებს არ ვედაო?
- იგავესნი 29:10სისხლისმსმელ ხალხს ეჯავრება უმწიკვლო კაცი, წრფელი ხალხი კი მის სულს მფარველობს.
- იოანე 7:7თქვენ ვერ მოგიძულებთ ქვეყანა, ხოლო მე ვძულვარ, ვინაიდან ვმოწმობ იმას, რომ ბოროტნი არიან მისი საქმენი.
- იგავესნი 24:9ბრიყვის ზრახვა ცოდვაა და ზნეწამხდარი სიბილწეა ხალხისთვის.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 29
სრულად წაიკითხე: იგავესნი 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში