
იგავესნი 29:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უკეთური კაცის ცოდვა მისთვის ხაფანგია, მართალი კი ზეიმობს და ხარობს.
იგავესნი 29:6 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 29:6 კონტექსტში
29:4მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას, მექრთამე კაცი კი ანადგურებს.
29:5კაცი, რომელიც თავის მეზობელს ეპირფერება, ბადეს შლის მის ფეხქვეშ.
29:6უკეთური კაცის ცოდვა მისთვის ხაფანგია, მართალი კი ზეიმობს და ხარობს.
29:7მართალმა იცის ღარიბ-ღატაკის სამართალი, ხოლო ბოროტეულს გაგება არა აქვს.
29:8გარყვნილი ხალხი ქალაქს აფორიაქებს, ბრძენები კი მრისხანებას აცხრობენ.
პარალელური ადგილები: იგავესნი 29:6
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:26რათა თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავისი ნებით შეიპყრო ისინი.
- ეკლესიასტე 9:12რადგან ადამიანმა არ უწყის თავისი ჟამი; ავ ბადეში გახვეული თევზებივით და მახეში გაბმული ჩიტებივით იქნებიან შეპყრობილნი ადამის ძენი ავბედით ჟამს, რომელიც მოულოდნელად ეწევა მათ.
- გამოსვლა 15:1მაშინ უმღერეს მოსემ და ისრაელიანებმა ეს სიმღერა უფალს და ასე თქვეს: ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად, ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი.
- ფსალმუნები 97:11შუქი იღვრება წმიდისათვის და გულმართალთათვის - მხიარულება.
- ფსალმუნები 11:6ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.
- იობი 18:7დამოკლდება მისი ძლიერი ნაბიჯები და დაამხობს საკუთარი რჩევა;
- იობი 18:10იდუმალ დაგებულია მახეები მიწაზე და ხაფანგები ბილიკებზე;
- იაკობის ეპისტოლე 1:2ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 29
სრულად წაიკითხე: იგავესნი 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში