
იგავესნი 3:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა.
იგავესნი 3:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 3:17 კონტექსტში
3:15მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას.
3:16მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა;
3:17მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა.
3:18იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი.
3:19უფალმა სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა, გონიერებით გაამტკიცა ცამყარი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 3:17
- ლუკას სახარება 1:79რათა გაენათლებინა სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი და მშვიდობის გზით წარემართა ჩვენი ნაბიჯი.
- ესაია 26:3ზრახვაშეურყეველს მშვიდობაში იფარავ, რადგან შენზეა მონდობილი.
- იგავესნი 2:10თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს,
- ფსალმუნები 119:165დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.
- ფილიპელთა მიმართ 4:8და ბოლოს, ძმანო, რაც კი რამ ჭეშმარიტია და პატიოსანი, რაც მართალია და წმიდა, რაც საყვარელია და საქებარი, სათნო და ქებული, იმაზე იფიქრეთ.
- ფილიპელთა მიმართ 4:9რაც გისწავლიათ და მიგიღიათ, რაც გსმენიათ და გიხილავთ ჩემში, ის აღასრულეთ და ღმერთი მშვიდობისა იქნება თქვენთან.
- ფსალმუნები 119:14შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ ქონებაზე.
- ფსალმუნები 112:1ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 3
სრულად წაიკითხე: იგავესნი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში