
ფსალმუნი 112:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.
ფსალმუნი 112:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 112:1 კონტექსტში
112:1ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.
112:2ძლიერი იქნება ქვეყნიერებაზე შთამომავლობა მისი. მართალთა თაობა დაილოცება.
112:3სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში და მისი სიმართლე მარადიულია.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 112:1
- ფსალმუნები 128:1გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით.
- ესაია 50:10ვინ არის თქვენში უფლის მოშიში, ყურისმგდებელი მისი მორჩილის ხმისა, ვინ დადის ბნელში და არა აქვს ნათელი? ესავდეს უფლის სახელს.
- ლუკას სახარება 1:50წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდე ღმრთისმოშიშთა მიმართ.
- ფსალმუნები 119:47გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს;
- ფსალმუნები 119:48ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე.
- ფსალმუნები 119:35დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი.
- ფსალმუნები 145:19მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ.
- ფსალმუნები 111:10სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 112
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 112 · გახსენი ბიბლიის მკითხველში