
იგავესნი 3:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შვილო, ნუ მოიშორებ თვალიდან, არ დაკარგო განსჯის უნარი.
იგავესნი 3:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 3:21 კონტექსტში
3:19უფალმა სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა, გონიერებით გაამტკიცა ცამყარი.
3:20მისი გამჭრიახობით გაიხსნა უფსკრულები და ღრუბლები ცვარად იცრებიან.
3:21შვილო, ნუ მოიშორებ თვალიდან, არ დაკარგო განსჯის უნარი.
3:22ეს სიცოცხლე იქნება შენი სულისთვის და მშვენება შენი ყელისთვის.
პარალელური ადგილები: იგავესნი 3:21
- იესო ნავეს ძე 1:8ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია. რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება.
- მეორე სთვლისაება 6:6გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე.
- მეორე სთვლისაება 6:9წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარებს.
- მეორე სთვლისაება 32:46და უთხრა მათ: გული დაუდევით თითოეულ სიტყვას, რომელსაც ჩაგაგონებთ დღეს, უანდერძეთ თქვენს შვილებს, რომ დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის თითოეული სიტყვა.
- მეორე სთვლისაება 32:47რადგან არ არის ეს უბრალო ამბავი, არამედ სიცოცხლეა იგი თქვენთვის, ამის წყალობით დღეგრძელი იქნებით იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.
- იგავესნი 4:21არ მიეფარონ შენს თვალს, გულის სიღრმეში დაიმარხე.
- ებრაელთა მიმართ 2:1ამიტომაც გვმართებს მეტი ყურადღება იმისადმი, რაც გვესმის, თუკი არ გვინდა, რომ გზას ავცდეთ.
- ებრაელთა მიმართ 2:3ჩვენ როგორღა დავიხსნით თავს, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, თავდაპირველად რომ გვიქადაგა უფალმა და მსმენელთა მეშვეობით დამკვიდრდა ჩვენში,
განაგრძე კითხვა: იგავესნი 3
სრულად წაიკითხე: იგავესნი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში