
იგავესნი 3:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს სიცოცხლე იქნება შენი სულისთვის და მშვენება შენი ყელისთვის.
იგავესნი 3:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 3:22 კონტექსტში
3:20მისი გამჭრიახობით გაიხსნა უფსკრულები და ღრუბლები ცვარად იცრებიან.
3:21შვილო, ნუ მოიშორებ თვალიდან, არ დაკარგო განსჯის უნარი.
3:22ეს სიცოცხლე იქნება შენი სულისთვის და მშვენება შენი ყელისთვის.
3:23მაშინ უდარდელად ივლი შენს გზაზე და არ წაიფორხილებ;
3:24დაწვები, არაფრის შეგეშინდება; დაიძინებ, ტკბილი ძილი გექნება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 3:22
- იგავესნი 4:22რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯანმრთელობა,
- იგავესნი 1:9რადგან იგი ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და შენი ყელის სამკაულია.
- ესაია 38:16უფალო, ამით ცოცხლობს კაცი და ამ ყველაფერშია ჩემი სულის სიცოცხლე. შენ აღმადგინე და გამაცოცხლე.
- იოანე 12:49ვინაიდან ჩემდა თავად არაფერი მითქვამს, არამედ მამამ, რომელმაც მომავლინა, მომცა მე მცნება, რა ვთქვა, ან რა ვილაპარაკო.
- იოანე 12:50მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა, და რასაც ვიტყვი, როგორც მამამ მაუწყა, ისე ვიტყვი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 3
სრულად წაიკითხე: იგავესნი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში