
იგავესნი 3:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ შეგაკრთობს უეცარი შიში და არც სიავე ბოროტეულთაგან, როცა მოვა;
იგავესნი 3:25 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 3:25 კონტექსტში
3:23მაშინ უდარდელად ივლი შენს გზაზე და არ წაიფორხილებ;
3:24დაწვები, არაფრის შეგეშინდება; დაიძინებ, ტკბილი ძილი გექნება.
3:25არ შეგაკრთობს უეცარი შიში და არც სიავე ბოროტეულთაგან, როცა მოვა;
3:26რადგან უფალი გიდგას მხარში და მახეს არიდებს შენს ფეხს.
3:27ნუ დაუკავებ, ვინც ღირსია, კეთილ საქმეს, თუკი შეგიძლია ამის გაკეთება:
პარალელური ადგილები: იგავესნი 3:25
- ესაია 41:10ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.
- ესაია 41:14ნუ გეშინია მატლო იაკობ, ერთი შეწვა ისრაელო! მე შეგეწევი, ამბობს უფალი და შენი გამომსყიდველი ისრაელის წმიდა.
- ფსალმუნები 112:7ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცეა მისი გული, მინდობილია უფალზე.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:14მაგრამ, კიდევაც რომ ევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ; მაშ, ნუ შიშობთ მათი შიშით და ნურცა ძრწით.
- ესაია 8:12ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს და მისი შემაშინებელი ნუ შეგაშინებთ, ნუ შეგზარავთ.
- ესაია 8:13მხოლოდ ცაბაოთ უფალს ეკრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი.
- ფსალმუნები 91:5ნუ შეგაშინებს საშინელება ღამისა, ისარი დღისით გაფრენილი.
- იობი 11:13თუ შენ განაწყობ შენს გულს და განაპყრობ ხელებს მის მიმართ,
განაგრძე კითხვა: იგავესნი 3
სრულად წაიკითხე: იგავესნი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში