
იგავესნი 3:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნურავის გაუმართავ დავას უმიზეზოდ, თუ ავი არ გაუკეთებია შენთვის.
იგავესნი 3:30 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 3:30 კონტექსტში
3:28ნუ იტყვი შენს ახლობელს: წადი, ხვალ მოდი და მოგცემო, თუ მისაცემელი თანა გაქვს.
3:29ავს ნუ დაუპირებ შენს ახლობელს, როცა ის იმედიანად ცხოვრობს შენთან.
3:30ნურავის გაუმართავ დავას უმიზეზოდ, თუ ავი არ გაუკეთებია შენთვის.
3:31ნუ გშურს მოძალადისა, ნუ აირჩევ მის გზას,
3:32რადგან სიბილწეა უფლისათვის მზაკვრობა და ალალმართლებისკენაა მისი საიდუმლო თათბირი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 3:30
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:24უფლის მონას კი არ შეშვენის სიტყვით ბრძოლა, არამედ ალერსიანი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარებელი;
- იგავესნი 29:22ბრაზიანი კაცი შუღლს თესავს და რისხვიანი მრავალ დანაშაულს ჩადის.
- იგავესნი 18:6ბრიყვს დავაში ითრევს მისი ბაგეები და მისი პირი აყალ-მაყალს იწვევს.
- იგავესნი 25:8ნუ იჩქარებ თვალით დანახულის მიტანას სამსჯავროზე, თორემ რაღას იზამ, როცა ბოლოს შენი მახლობელი შეგარცხვენს?
- იგავესნი 25:9დავით კი ედავე შენს მახლობელს, მაგრამ არ გასცე სხვისი საიდუმლო;
- რომაელთა მიმართ 12:18თუკი შესაძლოა თქვენი მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ.
- რომაელთა მიმართ 12:21ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.
- იგავესნი 17:14დავის დასაწყისი გაშვებული წყალია: ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 3
სრულად წაიკითხე: იგავესნი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში