
იგავესნი 3:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეკლესიაში საკითხავი: 19 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 3:31 კონტექსტში
3:29ავს ნუ დაუპირებ შენს ახლობელს, როცა ის იმედიანად ცხოვრობს შენთან.
3:30ნურავის გაუმართავ დავას უმიზეზოდ, თუ ავი არ გაუკეთებია შენთვის.
3:31ნუ გშურს მოძალადისა, ნუ აირჩევ მის გზას,
3:32რადგან სიბილწეა უფლისათვის მზაკვრობა და ალალმართლებისკენაა მისი საიდუმლო თათბირი.
3:33უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა საცხოვრებელი კი კურთხეულია.
პარალელური ადგილები: იგავესნი 3:31
- იგავესნი 24:1ნუ გშურს ბოროტი ხალხისა და მათთან ყოფნას ნუ ინდომებ:
- იგავესნი 23:17შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს.
- ეკლესიასტე 5:8თუ სადმე ქვეყნად იხილავ ღატაკთა შევიწროებას და სიმართლისა და ჭეშმარიტების შერყვნას, ნუ გაიკვირვებ, რადგან მაღალს უთვალთვალებს მასზე მაღალი; ხოლო მათ ზემოთ კიდევ არის უფრო მაღალი.
- ფსალმუნები 37:1დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის.
- გალატელთა მიმართ 5:21სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
- იგავესნი 24:19უკეთურებს ნუ გაეჯიბრები და ბოროტეულთა ნუ მეგშურდება,
- იგავესნი 24:20რადგან უკეთურებას მომავალი არ უწერია, ბოროტეულთა ლამპარი ჩაქრება.
- იგავესნი 12:12ბოროტეული უკეთურთა ნადავლს ეხარბება, მართალთა ფესვი კი გაიხარებს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 3
სრულად წაიკითხე: იგავესნი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში