
იგავესნი 3:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა საცხოვრებელი კი კურთხეულია.
იგავესნი 3:33 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 3:33 კონტექსტში
3:31ნუ გშურს მოძალადისა, ნუ აირჩევ მის გზას,
3:32რადგან სიბილწეა უფლისათვის მზაკვრობა და ალალმართლებისკენაა მისი საიდუმლო თათბირი.
3:33უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა საცხოვრებელი კი კურთხეულია.
3:34გალაღებულთ არცხვენს, შეჭირვებულთ კი მადლს ანიჭებს.
3:35დიდებას დაიმკვიდრებს ბრძენი ხალხი, უგუნურები კი სირცხვილს წაიღებენ.
პარალელური ადგილები: იგავესნი 3:33
- ფსალმუნები 37:22რადგან მის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან.
- ლევიანი 26:14თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემს მცნებებს,
- ლევიანი 26:46აჰა, წესები, სამართალი და რჯული, რომელიც დადო უფალმა თავისსა და ისრაელიანთა შორის სინაის მთაზე, მოსეს ხელით.
- იობი 8:6თუ სუფთა და წრფელი ხარ, ის ახლავე იფხიზლებს შენთვის და შენს უმწიკვლო საცხოვრებელს აღგიდგენს.
- იობი 8:7და თუ შენი დასაბამი მცირე იყო, შენი საბოლოო დიდად გაიზრდება.
- მალაქია 2:2თუ არ გაიგონებთ და გულში არ ჩაიდებთ მას, რომ პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდევთ გულში.
- ფსალმუნები 91:10არ შეგემთხვევა სიავე და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს.
- მეორე სთვლისაება 7:26არ შეიტანო სისაძაგლე შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. გეზიზღებოდეს და გძაგდეს, რადგან დარისხებულია იგი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 3
სრულად წაიკითხე: იგავესნი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში