
იგავესნი 30:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შავეთი, უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არ იტყვიან: კმარა!
იგავესნი 30:16 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 30:16 კონტექსტში
30:14არის ხალხი, რომლის კბილები მახვილებია, რომლის ღოჯები დანებია, ქვეყნად ღვთისმოსავთა და კაცთა შორის ღარიბ-ღატაკთა შესაჭმელად.
30:15წურბელას ორი ასული ჰყავს: მომე, მომე! ეს სამნი გაუმაძღარნი არიან და ოთხნი არ იტყვიან: კმარა!
30:16შავეთი, უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არ იტყვიან: კმარა!
30:17მამის დამცინავ და დედის ურჩ თვალებს ხევის ყვავები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.
პარალელური ადგილები: იგავესნი 30:16
- იგავესნი 27:20როგორც შავეთი და ქვესკნელია გაუძღომელი, ასე ადამიანის თვალიც გაუძღომელია.
- აბაკუმი 2:5ამპარტავანი კაცი კი მატყუარა ღვინოსავითაა, არ მოისვენებს; ჯოჯოხეთივით აიბერება მისი სული და სიკვდილივით გაუმაძღარია: თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს.
- შესაქმე 30:1დაინახა რახელმა, რომ შვილს ვერ უჩენდა იაკობს და შეშურდა თავისი დისა. უთხრა იაკობს: მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 30
სრულად წაიკითხე: იგავესნი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში