
იგავესნი 30:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საძულველი ქალი, როცა გათხოვდება, და მონაქალი, რომელიც თავისი ქალბატონის ადგილს იჭერს.
იგავესნი 30:23 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 30:23 კონტექსტში
30:21სამი რამე არყევს ქვეყანას, ოთხი რამე ვერ აუტანია:
30:22გამეფებული მონა, პურით გამძღარი არამზადა,
30:23საძულველი ქალი, როცა გათხოვდება, და მონაქალი, რომელიც თავისი ქალბატონის ადგილს იჭერს.
30:24აჰა, ოთხნი მცირენი დედამიწის ზურგზე, მაგრამ ბრძენთა ბრძენნი:
30:25ჭიანჭველები ძლიერნი არ არიან და თავიანთ საზრდოს ზაფხულობით აგროვებენ;
პარალელური ადგილები: იგავესნი 30:23
- იგავესნი 27:15რაღა საწვიმარი მილი წვიმიან ამინდში და რაღა ანჩხლი ცოლი;
- იგავესნი 29:21ვინც თავის მონას სიყმაწვილიდანვე ანებივრებს, საბოლოოდ მემკვიდრედ დაისვამს.
- იგავესნი 21:19უბედურ ქვეყანაში ცხოვრება სჯობია ანჩხლ და ბრაზიან ცოლთან ყოფნას.
- იგავესნი 21:9სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას.
- იგავესნი 19:13მამისთვის დაღუპვაა ბრიყვი შვილი; ანჩხლი დედაკაცი წყალსაჟური ღარია.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 30
სრულად წაიკითხე: იგავესნი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში