
იგავესნი 19:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მამისთვის დაღუპვაა ბრიყვი შვილი; ანჩხლი დედაკაცი წყალსაჟური ღარია.
იგავესნი 19:13 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 19:13 კონტექსტში
19:11გონიერი კაცი სულგრძელია და მისი დიდება ცოდვის მიტევებაა.
19:12მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვასა ჰგავს, მისი წყალობა კი ცვარსა ჰგავს ბალახზე.
19:13მამისთვის დაღუპვაა ბრიყვი შვილი; ანჩხლი დედაკაცი წყალსაჟური ღარია.
19:14სახლი და დოვლათი მამის დანატოვარია, გონიერი დედაკაცი კი - უფლისგან არის.
პარალელური ადგილები: იგავესნი 19:13
- იგავესნი 21:9სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას.
- იგავესნი 27:15რაღა საწვიმარი მილი წვიმიან ამინდში და რაღა ანჩხლი ცოლი;
- იგავესნი 10:1იგავნი სოლომონისა. ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია.
- იგავესნი 17:21ბრიყვი შვილი მშობლის სადარდებელია და ვერც უკუღმართის მამა გაიხარებს.
- იგავესნი 21:19უბედურ ქვეყანაში ცხოვრება სჯობია ანჩხლ და ბრაზიან ცოლთან ყოფნას.
- იობი 14:19ქვებს აცამტვერებს წყალი, ნიაღვარი გადარეცხავს მიწას, ადამიანის იმედს კი შენ წარხოცავ.
- იგავესნი 17:25ბრიყვი შვილი მამის დარდია და დედის ნაღველი.
- იგავესნი 25:24სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთად სასახლეში ყოფნას.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 19
სრულად წაიკითხე: იგავესნი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში