
იგავესნი 30:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვერ ვისწავლე სიბრძნე და ღვთიურისა არაფერი გამეგება.
იგავესნი 30:3 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 30:3 კონტექსტში
30:1სიტყვები აგურ იაკეს ძისა, მასაელისა. ამ კაცის ნათქვამი იეთიელის, იეთიელისა და უქალის მიმართ:
30:2კაცთაგან ყველაზე უმეცარი ვარ და ადამიანური გონება არ გამაჩნია.
30:3ვერ ვისწავლე სიბრძნე და ღვთიურისა არაფერი გამეგება.
30:4ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ შეკრიბა თავისი პეშვით? სამოსელში ვინ გამოხვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი? რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ჰქვია? იცი ეს?
30:5უფლის ყოველი სიტყვა სარწმუნოა; იგი ფარია მის მოიმედეთათვის.
პარალელური ადგილები: იგავესნი 30:3
- იგავესნი 9:10უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება.
- რომაელთა მიმართ 11:33ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! რაოდენ გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი მისი გზანი!
- ეფესელთა მიმართ 3:18რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა,
- ეფესელთა მიმართ 3:19და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, - შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით.
- გამოცხადება 3:7ხოლო ფილადელფიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს წმიდა და ჭეშმარიტი, ვისაცა აქვს დავითის კლიტე, რომელიც აღებს და ვერავინ დახშავს, დახშავს და ვერავინ აღებს:
- იოანე 17:3საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს.
- ესაია 57:15რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული.
- ესაია 6:10უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 30
სრულად წაიკითხე: იგავესნი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში