
ეფესელთა მიმართ 3:18: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა,
ეფესელთა მიმართ 3:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 13 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 17 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ეფესელთა მიმართ 3:18
14 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘რათა შეძლოთ’, ბრძანებს წმინდა პავლე, ესე იგი, საჭიროა ძალა. რისთვის არის საჭირო ეს ძალა? განმარტავს და დასძენს: ‘რათა, სიყვარულში დაფუძნებულნი და განმტკიცებულნი, შეძლოთ წმიდათა თანა ყოველთა გულისხმა-ყოფად, რაჲ არს სიგანე და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე. Ცნობად უმეტეს გონებისა სიყვარული ქრისტესი, რაჲთა აღივსნეთ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა’ (ეფეს. 3:18-19).”
მთელი განმარტება
“რათა შეძლოთ”, ბრძანებს წმინდა პავლე, ესე იგი, საჭიროა ძალა. რისთვის არის საჭირო ეს ძალა? განმარტავს და დასძენს: “რათა, სიყვარულში დაფუძნებულნი და განმტკიცებულნი, შეძლოთ წმიდათა თანა ყოველთა გულისხმა-ყოფად, რაჲ არს სიგანე და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე. Ცნობად უმეტეს გონებისა სიყვარული ქრისტესი, რაჲთა აღივსნეთ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა” (ეფეს. 3:18-19).
რას ნიშნავს ეს სიტყვები? ქრისტეს სიყვარული აღემატება ყოველგვარ ადამიანურ შემეცნებას, მაგრამ თქვენ შეიცნობთ მას, თუ ქრისტე დამკვიდრდება თქვენში. და არა მხოლოდ შეიცნობთ, არამედ “აღივსებით ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა”. ნუთუ ღვთის სავსებაში მოიაზრება იმის შეცნობა, თუ როგორ მიეგება თაყვანება ღმერთს მამისა და ძისა და სულიწმიდის მიერ? ან იქნებ მოგვიწოდებს იმ ღვაწლისკენ, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ისეთი სათნოებებით აღვსება, როგორითაც აღვსილია ღმერთი?
მოციქული მხოლოდ ღმერთს როდი სთხოვს, არამედ მათგანაც მოითხოვს რწმენასა და სიყვარულს. ოღონდ არა უბრალოდ სიყვარულს, არამედ სიყვარულს, რომელიც ჩვენშია დაფუძნებული და მტკიცეა, ისეთ სიყვარულს, რომელსაც ვერც ქარები შეარყევენ და ვერც სხვა რამ დაანგრევს.
გრიგოლ ნოსელი4 საუკუნე ეფრემ ასური4 საუკუნე იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე გრიგოლი ელვირელი4 საუკუნე მარიუს ვიქტორინუსი4 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე გრიგოლი დიდი6 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე
1 / 14
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 14 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ეფესელთა მიმართ 3:18 კონტექსტში
3:16რომ თავისი დიდების სიმდიდრისამებრ მოგცეთ თქვენ ძალა, რათა მისი სულით მტკიცედ დამკვიდრდეთ შინაგან კაცში,
3:17და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში,
3:18რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა,
3:19და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, - შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით.
3:20ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, -
პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 3:18
- ფსალმუნები 103:11რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ.
- ფსალმუნები 103:12როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.
- იობი 11:7ჩასწვდები შენ ღვთის სიღრმეს? ჩასწვდები ყოვლადძლიერის სრულყოფილებას?
- იობი 11:9დედამიწაზე გრძელია ზომით და ზღვაზე ვრცელი.
- ეფესელთა მიმართ 1:18და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის,
- ეფესელთა მიმართ 1:23რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით.
- ფილიპელთა მიმართ 2:5იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,
- ფილიპელთა მიმართ 2:8თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.
განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 3
სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



