
იგავესნი 31:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რაო, შვილო? რაო, ჩემი მუცლის ნაშიერო? რაო, ჩემი აღთქმების ნაშიერო?
იგავესნი 31:2 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 31:2 კონტექსტში
31:1ლემუილის, მასას მეფის სიტყვვბი, რომლითაც დედამისი შეაგონებდა.
31:2რაო, შვილო? რაო, ჩემი მუცლის ნაშიერო? რაო, ჩემი აღთქმების ნაშიერო?
31:3ქალებს ნუ შეალევ შენს ძალას და მეფეთა დამღუპველ დიაცებს - შენს გზებს.
31:4არა ხამს მეფეთათვის, ლემუილ, არა ხამს მეფეთათვის ღვინის სმა და არც მთავართათვის თაფლუჭის სმა.
პარალელური ადგილები: იგავესნი 31:2
- ესაია 49:15განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ.
- მეფეთა ა 1:11აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს.
- მეფეთა ა 1:28ამიტომაც უფლისათვის მიმიბარებია იგი. ვიდრე ცოცხალია, უფლისთვის იქნება მიბარებული. და თაყვანი სცა იქ უფალს
განაგრძე კითხვა: იგავესნი 31
სრულად წაიკითხე: იგავესნი 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში