
იგავესნი 31:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ლემუილის, მასას მეფის სიტყვვბი, რომლითაც დედამისი შეაგონებდა.
იგავესნი 31:1 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 31:1 კონტექსტში
31:1ლემუილის, მასას მეფის სიტყვვბი, რომლითაც დედამისი შეაგონებდა.
31:2რაო, შვილო? რაო, ჩემი მუცლის ნაშიერო? რაო, ჩემი აღთქმების ნაშიერო?
31:3ქალებს ნუ შეალევ შენს ძალას და მეფეთა დამღუპველ დიაცებს - შენს გზებს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 31:1
- იგავესნი 6:20დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
- ტიმოთეს მიმართ ბ 1:5მახსენდება შენი უპირფერო რწმენა, რომელიც პირველად დაემკვიდრა დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და, მწამს, შენშიაც.
- იგავესნი 1:8ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:15თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით.
- იგავესნი 30:1სიტყვები აგურ იაკეს ძისა, მასაელისა. ამ კაცის ნათქვამი იეთიელის, იეთიელისა და უქალის მიმართ:
განაგრძე კითხვა: იგავესნი 31
სრულად წაიკითხე: იგავესნი 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში