
იგავესნი 31:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თვალ-ყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება, და პურს მუქთად არა სჭამს.
იგავესნი 31:27 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 23 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 31:27 კონტექსტში
31:25ძალით და მშვენებით არის მოსილი და მომავალ დღეს გაღიმებით შესცქერის.
31:26პირს სიბრძნითა ხსნის და ენაზე მადლიანი დარიგება აქვს.
31:27თვალ-ყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება, და პურს მუქთად არა სჭამს.
31:28დგებიან მისი ვაჟები და ლოცავენ მას, მისი ქმარი - და აქებს მას.
31:29მრავალმა ასულმა გამოიჩინა მხნეობა, მაგრამ შენ გადაამეტე ყველას.
პარალელური ადგილები: იგავესნი 31:27
- ტიმოთეს მიმართ ა 5:10და თავისი კეთილი საქმით ცნობილი: რომ დაზარდა შვილები, რომ მასპინძლობდა სტუმრებს, ფეხებს ჰბანდა წმიდათ, შეეწეოდა გაჭირვებულთ, და გულმოდგინედ ასრულებდა ყველა კეთილ საქმეს.
- ტიტეს მიმართ 2:4რათა ასწავლიდნენ ყმაწვილ ქალებს, უყვარდეთ ქმარ-შვილი,
- იგავესნი 14:1ბრძენი დედაკაცი თავის სახლს აშენებს, ბრიყვი კი საკუთარი ხელით ანგრევს მას.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 3:6ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ.
- თესალონიკელთა მიმართ ა 4:11გულმოდგინედ ეცადეთ მშვიდად იცხოვროთ და საკუთარი ხელით აკეთოთ თქვენი საქმე, როგორც ჩვენ მიერ გემცნოთ,
განაგრძე კითხვა: იგავესნი 31
სრულად წაიკითხე: იგავესნი 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში