
იგავესნი 4:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე.
იგავესნი 4:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 4:15 კონტექსტში
4:13ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რდგან ის არის შენი სიცოცხლე.
4:14ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე.
4:15ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე.
4:16რადგან არ ეძინებათ, თუ არ იბოროტეს; ძილი ეფრთხებათ, თუ არ შეაცდინეს ვინმე.
4:17რადგან ბოროტეულის პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოსა სვამენ.
პარალელური ადგილები: იგავესნი 4:15
- ეფესელთა მიმართ 5:11ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ,
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:22განერიდეთ ყოველგვარ ბოროტს.
- იობი 22:23თუ მიიქცევი ყოვლადძლიერისკენ, აშენდები; მოაშორე უკეთურება შენს კარვებს;
- გამოსვლა 23:7ერიდე სიცრუეს; უდანაშაულოს და მართალ კაცს ნუ მოკლავ, რადგან ბოროტმოქმედს არ გავამართლებ.
- იობი 11:14თუ ცოდვა აქვს შენს ხელს, განიშორე და არ დაასადგურო უკეთურება შენს კარვებში,
- ესაია 33:15მართლად მსვლელი და წრფელად მოუბარი, ძალადობით მონახვეჭის მოძულე, ქრთამისაგან ხელის დამფერთხავი, ყურის დამხშობი სისხლიან ამბავზე და თვალის დამხუჭველი ბოროტების ცქერაზე -
- იგავესნი 6:5იხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან, როგორც ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან.
- იგავესნი 5:8შორს იყოს მისგან შენი გზა და არ გაეკარო მისი სახლის კარს,
განაგრძე კითხვა: იგავესნი 4
სრულად წაიკითხე: იგავესნი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში