
იგავესნი 4:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ბოროტეულის პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოსა სვამენ.
იგავესნი 4:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 4:17 კონტექსტში
4:15ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე.
4:16რადგან არ ეძინებათ, თუ არ იბოროტეს; ძილი ეფრთხებათ, თუ არ შეაცდინეს ვინმე.
4:17რადგან ბოროტეულის პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოსა სვამენ.
4:18მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე.
4:19ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად წაიფორხილებენ.
პარალელური ადგილები: იგავესნი 4:17
- მიქა 6:12რადგან ქალაქის მდიდრები აივსნენ დატაცებულით; მისი მცხოვრებნი ტყუილებს ლაპარაკობენ და ცრუა მათი ენა მათ პირში.
- ფსალმუნები 14:4ნუთუ ვერ შეუგნიათ უკანონოების ჩამდენთ, ჩემი ხალხის მჭამელთ, პურს რომ სჭამენ და ღმერთს არ უხმობენ?
- მათეს სახარება 23:13ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას.
- იაკობის ეპისტოლე 5:4აჰა, ღაღადებს საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანის მომკელთ, და მომკელთა ღაღადისი უფალ საბაოთის ყურამდე აღწევს.
- იაკობის ეპისტოლე 5:5ხარობდით ამ ქვეყნად და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისათვის დაასუქეთ თქვენი გულები.
- ამოსი 8:4ისმინეთ ეს, ღარიბ-ღატაკთა შთამთქმელნო და ქვეყნის ბეჩავთა დამღუპველნო;
- ამოსი 8:6ვიყიდოთ ვერცხლით ბეჩავნი და წყვილი ხამლით ღარიბ-ღატავნი, პურის განაცხრიბოი კი გავყიდოთო?
- იერემია 5:26რადგან იპოვებიან ჩემს ერში ბოროტეულნი, რომელნიც ჩასაფრებულან ფრინველთმჭერებივით, დაუდგამთ ხაფანგები და ადამიანებს იჭერენ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 4
სრულად წაიკითხე: იგავესნი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში