
იგავესნი 4:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
პირდაპირ იცქირონ შენმა თვალებმა და შენი წამწამები გასწორდეს შენ პირდაპირ.
იგავესნი 4:25 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 4:25 კონტექსტში
4:23შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო.
4:24განიგდე ბაგიდან უკუღმართობა, ცბიერი სიტყვები მოიშორე.
4:25პირდაპირ იცქირონ შენმა თვალებმა და შენი წამწამები გასწორდეს შენ პირდაპირ.
4:26გამართე ნაბიჯები და მტკიცე იქნება შენი სავალი.
4:27ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; ბოროტებას ფეხი მოარიდე.
პარალელური ადგილები: იგავესნი 4:25
- ფსალმუნები 119:37ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე.
- მათეს სახარება 6:22სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც.
- იობი 31:1აღთქმა მივეცი ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა;
- იგავესნი 23:33შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ოლაპარაკებს.
- იგავესნი 23:5თვალებს მიაპყრობ და გამქრალია, რადგან ფრთებს შეისხამს და არწივივით ზეცას გაფრინდება.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 4
სრულად წაიკითხე: იგავესნი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში