
ფსალმუნი 119:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე.
ფსალმუნი 119:37 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:37 კონტექსტში
119:35დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი.
119:36განუმტკიცე შენს მორჩილს შენი ნათქვამი შენი მოშიშების გამო.
119:37ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე.
119:38დაუყენე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო.
119:39ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენი სამართალნი კეთილია.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:37
- იოანეს ეპისტოლე ა 2:16ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.
- ესაია 33:15მართლად მსვლელი და წრფელად მოუბარი, ძალადობით მონახვეჭის მოძულე, ქრთამისაგან ხელის დამფერთხავი, ყურის დამხშობი სისხლიან ამბავზე და თვალის დამხუჭველი ბოროტების ცქერაზე -
- იგავესნი 4:25პირდაპირ იცქირონ შენმა თვალებმა და შენი წამწამები გასწორდეს შენ პირდაპირ.
- რიცხვთა 15:39და გქონდეთ ფოჩში, რომ მისი დანახვისას გაიხსენოთ უფლის ყველა მცნება, შეასრულოთ და არ აჰყვეთ გულსა და თვალს, რომლებიც გზა-კვალს გირევენ თქვენ,
- ფსალმუნები 119:40აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე.
- მათეს სახარება 5:28ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.
- იობი 31:1აღთქმა მივეცი ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა;
- იგავესნი 23:5თვალებს მიაპყრობ და გამქრალია, რადგან ფრთებს შეისხამს და არწივივით ზეცას გაფრინდება.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში