
იგავესნი 5:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რატომ გაბრუებს, შვილო, სხვა ქალი. და გულში რატომ ეხუტები უცხო ქალს?
იგავესნი 5:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 5:20 კონტექსტში
5:18კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან.
5:19მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან, დაგატკბოს მისმა გულ-მკერდმა ყოველ დროს, გაბრუვდი მუდამ მისი სიყვარულით;
5:20რატომ გაბრუებს, შვილო, სხვა ქალი. და გულში რატომ ეხუტები უცხო ქალს?
5:21რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზები და მის ყოველ ნაბიჯს აკვირდება.
5:22საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს და თავისი ცოდვის საკვრელებით შეიბოჭება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 5:20
- იგავესნი 6:24რომ გიფარავდეს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან.
- იგავესნი 7:5რომ თავი დაიფარო უცხო ქალისგან, სხვისი ცოლისგან, მისი ლაქარდიანი ენისგან.
- იგავესნი 22:14როსკიპთა პირი ღრმა ორმოა, უფლის შერისხული ჩავარდება მასში.
- იგავესნი 23:27მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა უცხო დედაკაცი.
- იგავესნი 23:28ყაჩაღივით არის ჩასაფრებული და ხალხში ორგულებას ამრავლებს.
- იგავესნი 23:33შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ოლაპარაკებს.
- იგავესნი 2:16რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოთესლისგან, მისი ლაქარდიანი ენისაგან,
- იგავესნი 2:19იქ შემსვლელთაგან უკან ვერავინ ბრუნდება, სიცოცხლის გზებს კვლავ ვეღარ დაადგება.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 5
სრულად წაიკითხე: იგავესნი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში