
იგავესნი 6:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომ გიფარავდეს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან.
იგავესნი 6:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 6:24 კონტექსტში
6:22მგზავრობისას წინამძღვრად გეყოლება, ძილში დაგიფარავს, გამოღვიძებისას მოსაუბრედ გეყოლება.
6:23რადგან ლამპარია ანდერძი და სინათლეა რჯული, სიცოცხლის გზაა სამხილებელი შეგონება,
6:24რომ გიფარავდეს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან.
6:25გული ნუ მიგივა მის სილამაზეზე, არ გამოგიჭიროს თავისი წამწამებით.
6:26რადგან მეძავი ქალის ფასი ერთი პურის ნაჭერია და გათხოვილი ქალი კი ძვირფასი სულის მომნადირებელი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 6:24
- იგავესნი 2:16რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოთესლისგან, მისი ლაქარდიანი ენისაგან,
- იგავესნი 5:3რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი სასა.
- იგავესნი 7:5რომ თავი დაიფარო უცხო ქალისგან, სხვისი ცოლისგან, მისი ლაქარდიანი ენისგან.
- ეკლესიასტე 7:26მივხვდი, სიკვდილზე მწარეა დიაცი, მახე და ბადეა მისი გული, ბორკილებია ხელები მისი; ღვთის სათნო გადაურჩება, ხოლო ცოდვილი მისგან დატყვევდება.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 6
სრულად წაიკითხე: იგავესნი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში