
იგავესნი 6:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მცირე ხანს გასტანს შენი ძილი, მცირე ხანს გასტანს შენი თვლემა, მცირე ხანს გასტანს შენი ხელდაკრეფა დასაძინებლად.
იგავესნი 6:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 6:10 კონტექსტში
6:8ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს მოსავლის აღებისას.
6:9როდემდე უნდა გეძინოს, მცონარავ? როდის გაიღვიძებ ძილისგან?
6:10მცირე ხანს გასტანს შენი ძილი, მცირე ხანს გასტანს შენი თვლემა, მცირე ხანს გასტანს შენი ხელდაკრეფა დასაძინებლად.
6:11ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღასხმული კაცივით - შენი გაჭირვება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 6:10
- იგავესნი 24:33ცოტას იძინებ, ცოტას ჩასთვლემ, ცოტახანს თავქვეშ ხელებს შემოიწყობ დასასვენებლად,
- იგავესნი 24:34და შენი სიღარიბე მწირივით მოგადგება და შენი გაჭირვება - იარაღასხმული კაცივით.
- იგავესნი 6:6მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე.
- იგავესნი 23:33შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ოლაპარაკებს.
- იგავესნი 23:34შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 6
სრულად წაიკითხე: იგავესნი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში