
იგავესნი 6:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უგვანი ადამიანი, ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის.
იგავესნი 6:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 6:12 კონტექსტში
6:10მცირე ხანს გასტანს შენი ძილი, მცირე ხანს გასტანს შენი თვლემა, მცირე ხანს გასტანს შენი ხელდაკრეფა დასაძინებლად.
6:11ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღასხმული კაცივით - შენი გაჭირვება.
6:12უგვანი ადამიანი, ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის.
პარალელური ადგილები: იგავესნი 6:12
- მათეს სახარება 12:34იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე.
- იგავესნი 16:27უგვანი კაცი ბოროტს იზრახავს და მის ბაგეზე თითქოს მოგიზგიზე ცეცხლია.
- იგავესნი 4:24განიგდე ბაგიდან უკუღმართობა, ცბიერი სიტყვები მოიშორე.
- ტიმოთეს მიმართ ა 5:13ეგეც არ იყოს, უქმად ყოფნასა და კარდაკარ წანწალს ეჩვევიან, და არა მარტო უქნარანი არიან, არამედ ყბედნიც, ცნობისმოყვარენიც და უტიფრად მოჭარტალენიც.
- მოციქულთა საქმენი 20:30და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ.
- ფსალმუნები 52:2ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა.
- ფსალმუნები 52:4გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენა მზაკვარი;
- იგავესნი 8:13უფლის მოშიშებას სძულს ბოროტება; მძულს მე ქედმაღლობა, ამპარტავნობა, ბოროტი გზა და ღალატიანი პირი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 6
სრულად წაიკითხე: იგავესნი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში