
იგავესნი 6:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თვალებს ჭუტავს, ფეხებით ლაპარაკობს, თითებით ასწავლის;
იგავესნი 6:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 6:13 კონტექსტში
6:11ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღასხმული კაცივით - შენი გაჭირვება.
6:12უგვანი ადამიანი, ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის.
6:13თვალებს ჭუტავს, ფეხებით ლაპარაკობს, თითებით ასწავლის;
6:14ღალატია მის გულში, ავს ფიქრობს, სულმუდამ შუღლს თესავს.
6:15ამიტომაც ანაზდად ეწევა უბედურებას, ერთბაშად განადგურდება და არავინ იქნება მხსნელი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 6:13
- ფსალმუნები 35:19არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს.
- იობი 15:12საითკენ გეწევა გული და რას ახამხამებ თვალს?
- იგავესნი 10:10თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება.
- იგავესნი 5:6ვერ აგნებს სიცოცხლის გზას, არეული აქვს გზაკვალი, არ იცის სად მიდის.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 6
სრულად წაიკითხე: იგავესნი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში